For a better experience please change your browser to CHROME, FIREFOX, OPERA or Internet Explorer.

ქვემოთ მოცემული წესები წარმოადგენს შეთანხმებას ვებ-გვერდის “meoradi.ge – უფასო განცხადებების საიტი” ადმინისტრაციასა და ამ საიტის მომხმარებლებს შორის, რომლის პირობებითაც ხორციელდება meoradi.ge-ზე წარმოდგენილი ინფორმაციის გამოყენება.

 ზოგადი დებულებები

  • meoradi.ge-ს გამოყენებით მომხმარებელი ეთანხმება ამ შეთანხმების პირობებს. meoradi.ge-ს ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეცვალოს მოცემული პირობები. ახალი პირობები ძალაში შედის meoradi.ge-ზე განთავსების მომენტიდან.
  • მოცემული წესები არ ვრცელდება იმ ორგანიზაციებზე (ნებისმიერი საკუთრების ფორმით), ინდივიდუალურ მეწარმეებზე და სხვა ფიზიკურ პირებზე, რომლებიც meoradi.ge-ს ანალოგიურ მომსახურებას ეწევიან გლობალური ინფორმაციული ქსელის ინტერნეტის მეშვეობით. ამ კატეგორიის მომხმარებელთან თანამშრომლობის შესახებ პირობების შესათანხმებლად აუცილებელია meoradi.ge-ს ადმინისტრაციასთან დაკავშირება.
  • meoradi.ge-ს ადმინისტრაცია მომხმარებელს უზრუნველყოფს მის საიტზე არსებულ მრავალფეროვან მასალებთან წვდომას. მასალები, რომლებიც meoradi.ge-ს ადმინისტრაციისა და მისი პარტნიორების მიერაა შექმნილი, დაცულია ამ სფეროში არსებული საავტორო უფლებების შესახებ კანონისა და საერთაშორისო საკანონმდებლო აქტის მიერ.
საიტზე განთავსებული ნებისმიერი მასალის გამოყენება ან ციტირება დაშვებულია მხოლოდ meoradi.ge-ს ვებ საიტის იმ გვერდის ბმულის მითითებით, საიდანაც ეს ინფორმაცია იქნა აღებული.

პასუხისმგებლობის უარყოფის პირობები

meoradi.ge-ს სისტემაში განთავსებულია მესამე პირთა მიერ შექმნილი და მათ მიერვე განთავსებული მასალები. ვინაიდან meoradi.ge-ს ადმინისტრაციას არ ძალუძს გააკონტროლოს ამ მასალების შინაარსი და უსაფრთხოება, უკანასკნელი არ აგებს პასუხს შემდეგზე:

  • მომხმარებლის მიერ meoradi.ge-ს საიტზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე, მათ მოქმედ კანონმდებლობასთან შესაძლო შეუსაბამობაზე ან შეურაცმყოფელ ხასიათზე.
  • meoradi.ge-ს მეშვეობით ნაყიდი ან მოპოვებული მომსახურების, ინფორმაციის ან სხვა მასალის ხარისხზე, და მათ მიღებულ სტანდარტებთან ან მომხმარებელთა მოლოდინთან შესაძლო შეუსაბამობაზე.
  • meoradi.ge-ს საიტზე განთავსებული სარეკლამო მასალების სანდოობაზე და მათში რეკლამირებული საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების ხარისხზე.
  • ნებისმიერ პირდაპირ თუ ირიბ ზარალზე და ხელიდან გაშვებულ სარგებელზე, მაშინაც კი თუ ეს იყო meoradi.ge-ს გამოყენების ან არგამოყენების შედეგი.
  • meoradi.ge-ზე მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებისგან მიღებულ შედეგზე.
  • meoradi.ge-ს გამოყენებით მიღებული შედეგების მომხმარებელთა მოლოდინთან შესაძლო შეუსაბამობაზე.
  • მომხმარებლის მიერ meoradi.ge-ს გამოყენების შედეგად შეძენილ, მოწყობილობისა თუ პროგრამული უზრუნველყოფის, რაიმე დაზიანებაზე.
  • meoradi.ge-ს გამოყენების შესაძლებლობის რაიმე მიზეზით არ არსებობაზე.
  • meoradi.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მესამე პირების მიერ გამოყენების ხერხებზე.
  • meoradi.ge-ზე არსებული მონაცემების აბსოლუტურ სისწორეზე.

 რეგისტრაცია

საიტზე რეგისტრაციისათვის აუცილებელია შეავსოთ მოცემული ფორმა შესაბამისი მონაცემებით, აუცილებელია მიუთითოთ აქტიური ელ-ფოსტის მისამართი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ანგარიში არ გააქტიურდება. თქვენი ანგარიშის აქტივაცია ხდება იმ ბმულის საშუალებით, რომელიც მოდის თქვენს ელ-ფოსტაზე. რეგისტრაციის შემდეგ შეძლებთ განცხადების განთავსებას, რედაქტირებას, განახლდებას და წაშლას.

განცხადების დამატება

სტანდარტული განცხადება არის უფასო. განთავსების პირველადი პერიოდია 30 დღე. განცხადების დამატებისათვის აუცილებელია საიტზე იყოთ დარეგისტრირებული, თქვენს ანგარიშში შესვლის შემდეგ გაქვთ შესაძლებლობა დაამატოთ განცხადება. განცხადებების გააქტიურება ხდება ავტომატურ რეჟიმში. განცხადების დამატებისას აუცილებლად უნდა იყოს შევსებული * -ით მონიშნული ველები, წინააღმდეგ შემთვხვევაში განცხადება არ დაემატება.  საიტის ადმინისტრაცია იტოვებს განცხადების რედაქტირების უფლებას

საიტზე არ დაიდება განცხადება

საიტზე არ დაიდება განცხადებები ერთი და იგივე შინაარსის ორი ან მეტი განცხადება. ასეთ შემთხვევაში იგი ავტომატურად წაიშლება და ხშირად ასეთი შემთხვევის გამეორების შემთხვევაში დაიბლოკება მომხმარებელი. არ დაიშვება გამოქვეყნებისათვის განცხადებები, რომლის შინაარსიც არღვევს საქართველოს კანონმდებლობას. (შეიცავს ძალადობის პროპაგანდას, რასობრივ სიძულვილს, პორნოგრაფიას და სხვა). საიტზე არ გამოქვეყნდება განცხადება რომელიც არღვევს ეთიკისა და მორალის მიღებულ ნორმებს. განცხადებიდან ამოღებული იქნება ყველა ლინკი და სარეკლამო სლოგანები, ფრაზები, რომლებიც საიტის ადმნისტრაციასთან შეთანხმების გარეშე მოხვდება განცხადებებში.

ამასთანავე meoradi.ge-ს ადმინისტრაცია უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს ან საერთოდ წაშალოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეუსაბამობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან ან ატარებს ვისამე ან რისამე შეურაცმყოფელ ხასიათს.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის საშუალებით
Top